ტაირონ ლუ კლიპერსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ტაირონ ლუ კლიპერსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ტაირონ ლუ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.

ამის შესახებ „კლიპრესის“ პრეზიდენტმა ლოურენს ფრენკმა გამოაცხადა.

დოკ რივერსის გუნდში ყოფნის პერიოდში ლუ მისი ასისტენტი იყო. „დენვერთან“ მეოთხედფინალში განცდილი კრახის შემდგომ, რივერსი „კლიპერსიდანგაათავისუფლეს და მისი ადგილი სწორედ NBA-ს ერთგზის გამარჯვებულმა დაიკავა.

ტაირონ ლუ 2016-18 წლებში „კლივლენდ კავალიერსის“ მთავარი მწვრთნელი იყო, გუნდი 3-ჯერ გაიყვანა სუპერფინალში და 2016 წელს ტიტულიც მოიპოვა. ის გახდა მეოთხე მთავარი მწვრთნელი 1980 წლის მერე, რომელმაც სადებიუტო სეზონში მოახერხა ბეჭდის მოპოვება.

ლუს სუპერვარსკვლავების გაწვრთნის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან მისი „კლივლენდში“ ყოფნის პერიოდში გუნდში ლებრონ ჯეიმსი ირიცხებოდა. შესაბამისად, მას კავაი ლეონარდთან და პოლ ჯორჯთან მუშაობა არ უნდა გაუჭირდეს.