დოკ რივერსი „კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის
როგორც ჩანს, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ხელმძღვანელობამ დოკ რივერსს „დენვერთან“ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში განცდილი მოულოდნელი მარცხი არ აპატია. ЕSPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ რივერსი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.
Coach Doc Rivers is out with the Clippers, sources tell ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) September 28, 2020
აღნიშნული ინფორმაცია თავად დოკმა დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში თემასთან სპეციალური პოსტიც გამოაქვეყნა. რივერსმა კალათბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
— doc rivers (@DocRivers) September 28, 2020
2019-20 წლების რეგულარულ სეზონზე დოკ რივერსმა კლიპერსთან ერთად 49 მატჩი მოიგო და 23 მარცხი განიცადა. ამ შედეგით „კლიპერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა.
ამერიკული მედია იუწყება, რომ 58 წლის დოკ რივერსს სამსახურს ლიგის რამდენიმე გუნდი სთავაზობს, მათ შორის არიან „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ და „ფილადელფია სიქსერსი“.
2008 წელს დოკ რივერსმა ბოსტონ სელტიკსით ჩემპიონის ტიტული მოიგო და ლოს-ანჯელესში 2013 წელს გადაბარგდა. მიუხედავად კავაი ლეონარდის და პოლ ჯორჯის დამატებისა, კლიპერსმა სუპერფინალში გასვლა ვერ მოახერხა.