ტაირონ ლუ და მონტი ვილიამსი ლეიკერსის ხელმძღვანელობას ამ კვირაში მეორედ შეხვდებიან
ტაირონ ლუ და მონტი ვილიამსი ლეიკერსის ხელმძღვანელობას ამ კვირაში მეორედ შეხვდებიან

ლოს ანჯელეს ლეიკერსი ახალი მთავარი მწვრთნელს ძიებაშია. როგორც ირკვევა, ორი კანდიდატი ამ კვირაში უკვე მეორედ შეხვდება ლოსანჯელესური გუნდის ხელმძღვანელობას. ეს ორი სპეციალისტი კლივლენდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტაირონ ლუ და ფილადელფიას ყოფილი დამრიგებელი მონტი ვილიამსი არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ ლოს ანჯელეს თაიმსის ჟურნალისტი ბროდერიკ ტერნერი ავრცელებს. ტაირონ ლუ შეხვედრას ლეიკერსის თანამფლობელ ჟენი ბასთან და გენერალურ მენეჯერთან რობ პელინკასთან გამართავს.

როგორც გითხარით, მიმდინარე კვირაში შეხვედრა მონტი ვილიამსთანაც შედგება.