ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - ზაფხულში ევრო 2020-ის მონაწილესთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - ზაფხულში ევრო 2020-ის მონაწილესთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ივნისში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩის (2 ივნისს) გარდა, მეორე სპარინგსაც გამართავს.

„შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს აუცილებლად ჩავატარებთ. ამის შესახებ უახლოეს დღეებში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ. დღეს მეტოქის დასახელებაზე თავს შევიკავებ. მაგრამ დანამდვიელბით ვიტყვი, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხდებით, რომელსაც სავარაუდოდ, 6 ივნისს გასვალზე ვეთამაშებით. ეს არის ძლიერი ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენთვის ამ გუნდთან თამაში ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩს გამართავს – „ჯვაროსნები“ მატჩს 2 ივნისს გასვლაზე ჩაატარებენ.