ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - ახალ მაისურზე არის ელემენტები, სადაც ჩანს ჩვენი სულისკვეთება და პატრიოტიზმი #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - ახალ მაისურზე არის ელემენტები, სადაც ჩანს ჩვენი სულისკვეთება და პატრიოტიზმი #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტს სტუმრობდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების რებრენდინგის შესახებ ისაუბრა:

„იყო მოთხოვნა, შეგვექმნა რაღაც ახალი, ახალი სეზონი სიახლით დაგვეწყო. ამისთვის ახლა მზად ვართ. გვჭირდებოდა ახალი იდეოლოგია, ფილოსოფია, დაგვენახა, საიდან მოვდივართ, როგორი წარსული გვაქვს, და რა გვინდა.

მეც ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს განხორციელდა. ეს არ არის უბრალო ლოგო. მას არ უნდა შევხედოთ იმ კუთხით, მომწონს ან არ მომწონს – მასში არის გმირი, როგორიც უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ახალ მაისურზე არის ელემენტები, სადაც ჩანს ჩვენი სულისკვეთება, პატრიოტიზმი და ა.შ. ეს ყველაფერი გაგვაერთიანებს ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, ყველას, ვინც ჩართულია ფეხბურთში.

მე ვარ საქართველო – ეს სლოგანი, შეიძლება, ვინმესთვის ამბიციურად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში არის იდეა: მე უნდა ვიყო ძლიერი, რომ გუნდი იყოს წარმატებული. თითოეული მოთამაშე თუ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდება, ეს ხელს შეუწყობს ნაკრებს და ბევრი გამარჯვება გვექნება“.