ტაიმაუტი | კობიაშვილს ფუტსალის ნაკრების იმედი აქვს - გუნდი პროგრესირებს და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება #1TVSPORT
ტაიმაუტი | კობიაშვილს ფუტსალის ნაკრების იმედი აქვს - გუნდი პროგრესირებს და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 9 აპრილს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საფრანგეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, კონტინენტის მთავარ სანაკრებო ტურნირის ფიანლურ ეტაპზე ითამაშებს.

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩვენი ნაკრების შესახებ ისაუბრა.

„საფრანგეთს სახლში ვეთამაშებით, შანსი გვაქვს და მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ეს დიდი მიღწევა იქნება არა მარტო ფუტსალისთვის, არამედ, ზოგადად ფეხბურთისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ, რადგან ეს გუნდი ამას იმსახურებს. ვინც ფუტსალის განვითარებას აკვირდება, დამეთანხმება, რომ ნაკრები პროგრესირებს და წარმატებული გუნდი გვყავს. მჯერა, რომ ოცნებას ავისრულებთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველო-საფრანგეთის მატჩზე მაყურებელს დაუშვებენ.

„დღევანდელი რეგულაციებით, ტრიბუნაზე ხალხის დასწრება დაშვებულია და 30-პროცენტიანი შეზღუდვაც მოხსნილია. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია კიდევ ერთხელ გვექნება. შემდეგ კვირაში ვიტყვით, რომ ტრიბუნებზე რამდენ მაყურებელს დაუშვებენ“.

9 აპრილს საქართველოსა და საფრანგეთის მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს.