ტაიფუნი რაგბის მატჩებსა და იაპონიის გრანპრის ემუქრება
ტაიფუნი რაგბის მატჩებსა და იაპონიის გრანპრის ემუქრება

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება იაპონიის სამხრეთით მძლავრ ტაიფუნს, რომელმაც შესაძლოა, უქმეებზე ძლიერი ქარი და წვიმები გამოიწვიოს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო ტაიფუნ „ჰაგიბისს“ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოს უწოდებს ბოლო წლებში. თუ სინოპტიკოსთა ყველაზე ცუდი პროგნოზები დადასტურდება, მაშინ კვირას დაგეგმილი იაპონიის გრან-პრი არ გაიმართება.

ჰაგიბისს აკვირდებიან რაგბიში მსოფლიოს თასის ორგანიზატორებიც. სპორტის ამ სახეობაში ამინდის გამო გადადებულ მატჩში ფრე ფიქსრდება. არადა, ირლანდიასა და სამოას შორის შაბათს გასამართ შეხვედრაში, ირლანდიას მეოთხედფინალში გასასვლელად ბონუს ქულით მოგება სჭირდება.

ადრე ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებს არა ერთხელ ჰქონია გავლენა გრანპრის გამართვაზე. მაგალითად, 2014 წელს იაპონიის გრან-პრი ვადაზე ადრე შეწყვიტეს, რადგან სველ ტრასაზე ფრანგმა ჟიულ ბიანკიმ ბოლიდი ვერ დაიმორჩილა, ავარიაში მოხვდა და თავის სერიოზული ტრავმის გამო, ცხრა თვის შემდეგ გარდაიცვალა.

იაპონიის გრან-პრი 13 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი