სუპერლიგა | „რუსთავს“ საქართველოს ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT
თავის მხრივ, მიუხედავად 0:2 ჩამორჩენისა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი „ცხუმ-აფხაზეთიც“ იმედიანად შეჰყურებს შემდეგ მატჩებს და იოლად არაფრის დათმობას არ აპირებს. ამის მიზეზი ის თამაშებია, რომლებიც ცხუმელებმა რუსთავში ჩაატარეს. განსაკუთრებით მეორე შეხვედრაა აღსანიშნავი, რომელშიც თბილისური გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თუმცა გადამწყვეტ მომენტში რუსთაველებმა მეტი მობილიზება გამოიჩინეს და შეხვედრაც მასპინძელთა გამარჯვებით – 74:71 დასრულდა.
ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი (69:69) იყო, თუმცა, ცხუმელებმა რამდენიმე შეტევა გააცუდეს, რუსთაველებმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ.
27 ქულით ქვემოქართლელებს მალიქ უაითმა ულიდერა. 15 ქულა და 9 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა მიითვალა, მაიკლ დევისის ანგარიშზე კი 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. „ცხუმ-აფხაზეთში“ 15-15 ქულითა და 6-6 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე და რაჰიმ ჯონსონი გამოირჩნენ. 12 ქულა და 11 პასი ჯოშ მაკფოლის ანგარიშზეა.
ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.
gbf.ge