სუპერლიგა | „ქუთაისმა“ „რუსთავი“ ამ სეზონში მეორედაც დაამარცხა #1TVSPORT
სუპერლიგა | „ქუთაისმა“ „რუსთავი“ ამ სეზონში მეორედაც დაამარცხა #1TVSPORT

საკალათბურთო სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ „ქუთაისი 2010“ ჩავიდა. ეს გუნდები ერთმანეთს 17 ოქტომბერს საქართველოს სუპერთასის მატჩში შეხვდნენ და მაშინ ქუთაისელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ასე იყო ახლაც. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა მოქმედი ჩემპიონი მისსავე ქალაქში 90:69 დაამარცხეს.

იმერულმა კლუბმა პირველი პერიოდი 22:8 მოიგო და შეხვედრის ბოლომდე მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. მეორე ათწუთეულში სტუმრებმა 26:19 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 21 ქულით იგებდნენ…

გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. გიორგი კორსანტიამ 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა კორსანტიამ უბადლოდ ესროლა საშუალო მანძილიდან: 10-დან 9 ბურთი ჩააგდო, თუმცა ხუთივე სამქულიანი ააცილა. ადრიან ბოუის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. „რუსთავში“ 15 ქულით ბომბარდირი გახდა კრისტიან კილინგი, მიხელ ჭოჭუამ და ვახტანგ გაფრინდაშვილმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.

„რუსთავი“ მორიგ მატჩს 5 ნოემბერს, კვლავ საკუთარ დარბაზში, სუპერლიგის ლიდერ თსუ-სთან გამართავს.

gbf.ge