„ბათუმმა“ მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება „რუსთავთან“ მოიპოვა #1TVSPORT
„ბათუმმა“ მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება „რუსთავთან“ მოიპოვა #1TVSPORT

სუპერლიგის მე-3 ტური დღეს ბათუმში გაიხსნა. აჭარულმა კლუბმა „რუსთავს“ უმასპინძლა და ეს მატჩი ქვემოქართლელებისთვის მიმდინარე სუპერლიგაში პირველი იყო. მოქმედმა ჩემპიონმა 17 ოქტომბერს „ქუთაისთან“ სუპერთასი წააგო და სუპერლიგის მომდევნო ტურში ისვენებდა. ბათუმელებს კი უკვე 2 მარცხი მოუგროვდათ – ბუბა ბერიშვილის გუნდმა თბილისში „ვერასთან“ წააგო, გასულ ტურში კი შინ „დინამოსთან“ შეხვედრა ოვერტაიმში დათმო.

შესაბამისად, ორივე გუნდისთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზღვისპირელებმა ნავსი გატეხეს და სუპერლიგაში პირველი მოგება იზეიმეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ახალდაწყებულ სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა დიდი სხვაობით – 77:96 დათმეს.

ბათუმელებს 25 ქულით ამერიკელმა ლეგიონერმა, აიზეა ტრეილორმა ულიდერა. 19 ქულა და 12 მოხსნა ბექა ბექაურმა მოაგროვა, 23 ქულით კი საბა ლობჯანიძე გამოირჩა. რუსთაველთაგან 24 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ისმაელ ჰოლისი, 16 ქულა და 7 პასი რიკი პრაისმა მიითვალა.

gbf.ge