სტეფ კარიმ ავტოგრაფები დაარიგა და ცენტრიდან ჩააგდო (ვიდეო)

10:00, 11.09.2018

NBA-ის ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ წინასასეზონო ტურნეს აზიაში ატარებს. ფილიპინებში, ერთ-ერთი ავტოგრაფ-სესიის დროს, „უორიორზის“ ლიდერმა სტეფ კარიმ თავისი სნაიპერული თვისებები დაადასტურა. ჩემპიონების გამთამაშებელმა ცენტრიდან ჩააგდო ბურთი.

ივნისში „გოლდენ სტეიტი“ ზედიზედ მეორედ და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა ჩემპიონი. ფინალურ სერიაში მან „კლივლენდი“ დაამარცხა.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონი 16 ოქტომბერს იწყება.

https://twitter.com/Ballislife/status/1038785022659100675

მსგავსი