სტეფ კარიმ 62 ქულა ჩააგდო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) საინტერესო და დაძაბული რეგულარული სეზონი გრძელდება. 4 იანვარს კიდევ 8 შეხვედრა გაიმართა, სადაც რამდენიმე მატჩში შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.
მიუხედავად დაძაბული მატჩებისა, ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძველი სტეფ კარის დაბრუნება. მან „პორტლენდს“ 62 ქულა ჩაუგდო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, „გოლდენ სტეიტმა“ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 137:122.
დაძაბული შეხვედრა გაიმართა დეტროიტში, სადაც თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. თანაბარ ანგარიშზე მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჯეისონ ტეიტუმმა, ამ სეზონში უკვე მეორედ, გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 122:120. ტეიტუმს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, მისი მონაგარი 24 ქულა, 8 მოხსნა და 12 პასი იყო. საუკეთესო შედეგი კი ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა, რომელიც ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება. მან „დეტროიტს“ 31 ქულა ჩაუგდო.
სანახაობრივი მატჩი იყო ასევე ბრუკლინშიც, სადაც ირვინგმა და დურანტმა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სროლები ვერ გამოიყენეს, შესაბამისად „ნეთსი“ „ვაშინგტონთან“ 122:123 დამარცხდა. „ვიზარდსიდან“ საუკეთესო ბრედლი ბილი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა და 27 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. დურანტი და ირვინგი, მიუხედავად მარცხისა, ამ შეხვედრაში საუკეთესოები იყვნენ და ორმაგი დუბლი გაიფორმეს. კევინს 28 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა, ხოლო კაირის 30 ქულა, 5 მოხსნა და 10 პასი.
ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:
დეტროიტი-ბოსტონი 120:122
https://www.youtube.com/watch?v=9Umm0SOKeUE
ბრუკლინი-ვაშინგტონი 122:123
https://www.youtube.com/watch?v=peFH62AOD7w
მემფისი-ლეიკერსი 94:108
https://www.youtube.com/watch?v=MrCS8lc6veo
მინესოტა-დენვერი 109:124
https://www.youtube.com/watch?v=7E9mKMshdcE
სან ანტონიო-იუტა 109:130
https://www.youtube.com/watch?v=R-cLIhp-cPk
ჩიკაგო-დალასი 118:108
https://www.youtube.com/watch?v=bZ8YaCpAyq8
ფინიქსი-კლიპერსი 107:112
https://www.youtube.com/watch?v=ECpM7-1kykg
გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 137:122
https://www.youtube.com/watch?v=DDUF3Xijxb8