Standart & Poor’s საქართველოს ეროვნული ბანკისგან რეზერვების შემდგომ დაგროვებას ელოდება
Standart & Poor’s საქართველოს ეროვნული ბანკისგან რეზერვების შემდგომ დაგროვებას ელოდება

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s საქართველოს ეროვნული ბანკისგან სავალუტო რეზერვების შემდგომ დაგროვებას ელოდება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ 2016 წლის შემდეგ რეზერვები ყოველწლიურად საშუალოდ 250 მილიონი დოლარით იზრდებოდა.

„საქართველოში მოქმედი ვალუტის მცურავი კურსის რეჟიმი, ეროვნული ბანკის მხრიდან პერიოდული ინტერვენციებით, მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სარეიტინგო კომპანია მიუთითებს, რომ მიმდინარე წლის ივნისში რეზერვების მოცულობამ 3.74 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2008 წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია. თუმცა, რეზერვები უმნიშვნელოდ შემცირდა ლარის გაუფასურების წინააღმდეგ მიმართული სავალუტო ინტერვენციების შედეგად.

Standart & Poor’s მიუთითებს, რომ კურსის კორექტირების დახმარებით, ქვეყანამ შეძლო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. ანგარიშში საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც. ერთ-ერთ გამოწვევად ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი დონე სახელდება.