Standart & Poor’s - არ ველოდებით, რომ გამოძიება „თიბისი ბანკის“ ცალკეული აქციონერების წინააღმდეგ უფრო ფართო პრობლემას გამოიწვევს
Standart & Poor’s - არ ველოდებით, რომ გამოძიება „თიბისი ბანკის“ ცალკეული აქციონერების წინააღმდეგ უფრო ფართო პრობლემას გამოიწვევს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-ის მიერ საქართველოს ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში საუბარია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ მიმდინარე გამოძიება „თიბისი ბანკის“ ცალკეული აქციონერების წინააღმდეგ უფრო ფართო პრობლემას გამოიწვევს – ბანკისთვის ან ზოგადად, სისტემისთვის. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ სასესხო პორტფელის 40-პროცენტიანი წილით, ბანკს სისტემური მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.