საქსტატი - 2018 წელს ექსპლუატაციაში მიიღეს 2091,9 ათასი კვ.მ ფართობის 2 518 ობიექტი
საქსტატი - 2018 წელს ექსპლუატაციაში მიიღეს 2091,9 ათასი კვ.მ ფართობის 2 518 ობიექტი

საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია 10 204 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით ნაკლები) 6206,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 4,4 პროცენტით ნაკლები).

ნებართვების 72,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,3 პროცენტი  თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარაზე და 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე. კერძოდ, 29,6 პროცენტი თბილისზე, 15,3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2018 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2091,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით ნაკლები) 2518 ობიექტი. (წინა წელთან შედარებით, 13,8 პროცენტით ნაკლები).