„სპურსმა“ სტუმრად  „ლეიკერსი“ დაამარცხა - მამუკელაშვილის ანგარიშზე ოთხი ქულაა #1TVSPORT
„სპურსმა“ სტუმრად „ლეიკერსი“ დაამარცხა - მამუკელაშვილის ანგარიშზე ოთხი ქულაა #1TVSPORT

„სან ანტონიო სპურსმა“ ვიქტორ ვემბანიამას, სტეფონ კასლიასა და დევინ ვარსელის შედეგიანი თამაშით სტუმრად „ლეიკერსი“ 126:102 დაამარცხა და წაგებათა სამმატჩიანი სერია შეწყვიტა.

სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმაც ითამაშა, რომელმაც მოედანზე ბოლო 2 წუთი გაატარა და 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

25 წლის ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარს თამაშიდან ერთხელ შეუტია, საჯარიმო ხაზიდან კი ორჯერ შედეგიანად ისროლა. სანდროს ერთი მოხსნაც მეტოქის ფარზე ჰქონდა.

„სან ანტონიო სპურსს“ 19 მოგება და 19 მარცხი აქვს, რითიც დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.