სპორტულ ნარდში საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდა - ნაკრები აპრილში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
სპორტულ ნარდში საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდა - ნაკრები აპრილში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

შემაჯამებელი გრანდ-ფინალით დასრულდა სპორტულ ნარდში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც სეზონის შედეგების მიხედვით, 16 საუკეთესოს შორის გაიმართა და ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდა.

ტურნირი მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა და 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე 16 საუკეთესო გავიდა. წლის ჩემპიონის ტიტული სოსო მენაბდიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ლევან ქარელი დაამარცხა.

გამოვლინდა საქართველოს ჩემპიონი გრძელ ნარდშიც. 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ედუარდ ნაზარიანი გახდა, რომელმაც ფინალში კარენ გეზბეგურიანს ანგარიშით 7:6 სძლია. მე-3/4 ადგილები გიორგი გოგოლაძემ და გოჩა გამრეკელაშვილმა გაიყვეს.

საქართველოს ჩემპიონატის პარტნიორები არიან მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2022 ნარდში, ტრადიციულად 29 იანვარს პირველი ტურით გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მონარდეთა ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა: გუნდი 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2020 წელს პანდემიის დროს ონლაინრეჟიმში გამართული მსოფლიო პირველობის მესამეადგილოსანი გახდა. ნაკრები 2022 წლის აპრილში ვენეციაში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.