„სპორტინგმა“ სეზონი „კასა პიასთან“ მოგებით გახსნა - ქოჩორაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატრა. მისი „სპორტინგი“ პირველ ტურში „კასა პიას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა მოქმედ ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მხოლოდ 42-ე წუთამდე გაძლეს. „სპორტინგი“ ტრინკაომ დააწინაურა, მისი გადაცემით კი ლისაბონური გუნდის უპირატესობა 62-ე წუთზე დანიელმა კაპიტანმა, მორტენ ჰიულმანდმა გაზარდა.
გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ განაცხადში იყო, მაგრამ თავიდან თამაშს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს, მოედანზე კი მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორხესმა მხოლოდ 85-ე წუთზე შეუშვა.
რეალურად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს თვის გამოსაჩენად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. ამის მიუხედავად, მოედანზე შესვლიდან მალევე გოლის გატანა შეეძლო და ხელი მცველმა შეუშალა.