„სპორტინგმა“ საშინაო შეხვედრაში ქულები დაკარგა - ქოჩორაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSORT
პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „ბრაგას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:1.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „სპორტინგის“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 64-ე წუთი შევიდა. ამ დროისთვის მასპინძლები კოლუმბიელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის გოლით (19) 1:0-ს იგებდნენ.
„სპორტინგმა“ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და უპირატესობაც ვერ შეინარჩუნა – 90+7-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც როდრიგო ზალაზარმა უნაკლოდ შეასრულდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.