„სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელი - ქოჩორაშვილისგან ბევრად მეტს ველით და მასაც იგივე სურს #1TVSPORT
„სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელი - ქოჩორაშვილისგან ბევრად მეტს ველით და მასაც იგივე სურს #1TVSPORT

„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორხესმაეშტორილთან“ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა.

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდებიან – გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ ნოდარ ლომინაძის „ეშტორილს“ ესტუმრება.

„ეს ადაპტაციის პერიოდია. მისგან მეტს ველით და თავადაც ასევე მეტის გაკეთება სურს. ქოჩორაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა მოედანზე. თუმცა, მას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს.

მთლიანობაში ახალწვეულებმა შემადგენლობა გააძლიერეს და გუნდში დინამიკა შემოიტანეს“, – ამბობს რუი ბორხესი.

სპორტინგი“ „ეშტორილის“ წინააღმდეგ პორტუგალიის ლიგის მე-7 ტურში 27 სექტემბერს ითამაშებს. ქართველების დაპირისპირება „ესტადიო ანტონია კოიმბრა და მოტას“ სტადიონზე თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.