„სპორტინგი“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აფერხებს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგსა“ და ლა ლიგის „ხეტაფეს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ პორტუგალიელების მოთხოვნები პრობლემებს ქმნის – ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემის, Relevo-ს ჟურნალისტი დიეგო ოტერო ავრცელებს.
„„ხეტაფესა“ და „სპორტინგს“ შორის ქოჩორაშვილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება, თუმცა პორტუგალიური გუნდი მოთხოვნებს არ ცვლის, რაც შეთანხმებას ართულებს“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემის ჟურნალისტი.
Abola-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგის „ხეტაფეში“ იწვევენ. პორტუგალიური გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა, საიჯარო შეთანხმება გაფორმდეს.
თუმცა ჯერ კონკრეტულად არ არის ცნობილი, რა თანხას ითხოვს „სპორტინგი“ იჯარაში და ესპანელებმა 2027 წელს უნდა გამოიყენონ თუ არა ტრანსფერის გამოსყიდვის ოფცია.