„სპორტფოტო 2018“-ის კატალოგის პრეზენტაცია და გამოფენა „ფაბრიკაში“ გაიმართება

23:23, 10.02.2019

სპორტფოტოს“ საიუბილეო მეხუთე გამოფენა განსხვავებული ფორმატის იქნება. საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით წელს წარმოდგენილი იქნება იმ სპორტული ფოტოგრაფების 150 ნამუშევარი, ვინც პროექტში დაარსების დღიდან მონაწილეობს.

სპორტფოტო 2018“-ზე 12 პროფესიონალის, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ფოტოგრაფის თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოები იქნება გამოფენილი. პარალელურად დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება კიდევ რამდენიმე ავტორის (სპორტული ფოტოგრაფის) ვიდეო-ინსტალაცია იხილოს, რაც საერთო ჯამში მნახველს 2018 წლის 300-მდე საინტერესო სპორტული კადრის ხილვის საშუალებას მისცემს. პროექტის ფარგლებში, რომელიც ორ დღეს გასტანს, შეხვედრები ფოტოგრაფებთან და ქართველ სპორტსმენებთან ჩატარდება.

მსგავსი