„სპორტ მედიასეტმა“ დაადასტურა - „მილანი“ სატრანსფერო ბაზარს კვარაცხელიათი გახსნის #1TVSPORT
„სპორტ მედიასეტმა“ დაადასტურა - „მილანი“ სატრანსფერო ბაზარს კვარაცხელიათი გახსნის #1TVSPORT

„მილანის“ გულშემატკივართა ინტერნეტგვერდიმილანილაივი“ ამტკიცებს, რომ რუსეთში გავრცელებული ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიათი „მილანის“ დაინტერესების შესახებ, სიმართლეს შეეფერება და ცნობილი ავტორიტეტული მედიაჰოლდინგის სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია მოიშველია.

„ახლა მოდაში ხვიჩა კვარაცხელიაა – შემტევი თავდამსხმელი, რომელიც ცოტა ხნის წინ „მილანს“ დააკავშირეს. მას ასევე იწვევენ „იუვენტუსი“ და დორტმუნდის „ბორუსია“. არც ისე დიდი ხნის წინ, დაიწყეს საუბარი „მილანის“ დაინტერესებაზე ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელიც რუსეთის უმაღლესი ლიგის ყაზანის „რუბინის“ 20 წლის შემტევია. ქართველმა ახალგაზრდამ ევროპის მრავალი წამყვანი კლუბის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი „მილანია“, რომელმაც 2001 წელს დაბადებულ ქართველს ყურადღება მიაქცია,“ – წერს „მილანილაივი“.

გულშემატკივართა ინტერნეტგვერდი ამტკიცებს, რომ საქმე სერიოზულადაა:

„სინამდვილეში, კვარაცხელია შეიძლება შემდეგი სეზონისთვის „როსონერების“ პირველი შენაძენი გახდეს. სატრანსფერო ბაზრის ჭორები დღეს Sport Mediaset-მა დაადასტურა და აღნიშნა, რომ „მილანმა“ ქართველის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა. ხვიჩა შემტევი თავდამსხმელია, ძალიან სწრაფი და მოხერხებულია, და დრიბლინგს სისწრაფეებზე აკეთებს. ჩვეულებრივ, შეტევის მარცხენა ფრთაზე თამაშობს, მაგრამ ძალიან მოქნილია და თამაში შეუძლია ცენტრშიც და შეტევის მარჯვენა ფლანგზეც“.