„სპორტ-ექსპრესი“ - თუ „რეალი“ ან „ბარსელონა“ არ მიიწვევს, „რუბინი“ კვარაცხელიას 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს
„სპორტ-ექსპრესი“ - თუ „რეალი“ ან „ბარსელონა“ არ მიიწვევს, „რუბინი“ კვარაცხელიას 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს

გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას „კრასნოდარი“ იწვევდა და რომ ტოპ-5 ლიგიდან სერიოზული შეთავაზება არ ჰქონდა.

თუმცა, რუსული გამოცემა იმასაც წერს, რომ 20 წლის ქართველმა წინსვლისთვის რუსეთი დროზე უნდა დატოვოს. გთავაზობთ „სპორტ-ექსპრესის“ წერილის ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს:

 

„რუბინი“ წინადადებებს 15 მილიონი ევროდან განიხილავს

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ყაზანური კლუბი ხვიჩას გაყიდვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა: „რუბინს“ მკაფიო წესი აქვს – გუნდის ლიდერებს შუა სეზონში არ ყიდის, როდესაც მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. „სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, „რუბინის“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში გაყიდოს. კლუბს არ სურს კვარაცხელიას გაჩერება, რომელიც მენეჯერების აზრით, უკვე მზადაა ლამის ნებისმიერ ევროპულ გუნდში ითამაშოს.

მასზე მოთხოვნაა და ის ევროპაში გადასასვლელად მზადაა. გასულ წელს „რუბინმა“ შეთავაზებები რუსეთიდან მიიღო – ოფიციალურად „კრასნოდარმა“ მიმართა. მათ ყაზანელებს 10 მილიონი ევროს კომპენსაცია და „რუბინში“ ხვიჩას წელიწადნახევრიანი იჯარით დატოვება შესთავაზეს. მაშინ ყაზანელებმა უარი თქვეს: მათ ხვიჩას რუსულ კლუბში გაყიდვა არ სურთ და მიზნად მის ევროპაში გადაყვანას ისახავენ. „სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, „რუბინი“ კვარაცხელიას 15 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს. კლუბი ამ ზღვარს ქვემოთ შეთავაზებებს არ განიხილავს, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება „რეალის“ ან „ბარსელონას“ წინადადება.“

 

კლუბი პროცენტს მოითხოვს

„რუბინი“ აპირებს სამომავლო გარიგებაში კვარაცხელიას სამომავლო გაყიდვიდან პროცენტი მოითხოვოს – ეს პროცენტი 20-25-ის ფარგლებში იქნება. ანუ, „რუბინი“ ნებისმიერ შემთხვევაში ამ პუნქტის გამო კვარაცხელიას ტრანსფერში 15-20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. კლუბი ელის, რომ სერიოზულ ევროპულ გუნდში ხვიჩას ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ქართველის ტრანსფერიდან ყაზანელები რამდენიმე წელიწადში დამატებით 10 მილიონ ევროს მიიღებენ.

ზამთარში „რუბინს” ხვიჩასთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზებები არ მიუღია. „სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, ხვიჩათი აქტიურად არიან დაინტერესებული გუნდები, რომლებიც არ არიან იტალიის ჩემპიონატის ლიდერები და არც ევროპის ტოპ-5 ლიგის ქვეყნებიდან.“

 

სად წავა ხვიჩა?

„სირთულეა ხვიჩას ქართულ პასპორტიც, რადგან საქართველოს ეროვნული გუნდი საშუალო დონის ნაკრებია და ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 24 გუნდი ითამაშებს.

ეს ხელს უშლის მოლაპარაკებებს იმავე შუამავლებთან, რომლებიც ფეხბურთელების გადაბირებას დიდი საფეხბურთო ქვეყნებიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, არგენტინა) ამჯობინებენ.

რუბინისა“ და ხვიჩას მთავარი მიზანი არის იპოვონ ისეთი კარიერული ვარიანტი, სადაც მოთამაშე შემდგომშიც განვითარდება. რა თქმა უნდა, კვარაცხელია არ არის მზად „ბაიერნის“ ან „ლივერპულის“ ტოპ-დონის კლუბისთვის. „რუბინს“ ეს ესმის, ამიტომ ისინი მიზნად ისახავენ შუალედურ ვარიანტს, რომელიც პლაცდარმი გახდება – გუნდი, რომელსაც მედლების პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ევროტურნირზე ითამაშებს, რაც დღეს ხვიჩას სჭირდება. რუსეთის პრემიერლიგა მისთვის უკვე პატარა სარბიელია. ამ სეზონში ხუთჯერ მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო – უფრო მეტჯერ, ვიდრე ვინმემ ლიგაში.

კვარაცხელიას ოცნება „რეალში“ მოხვედრაა, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობს და მომავალში მიზნად მადრიდში თამაშს ისახავს. ოცნების ასასრულებლად რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს.“

დატოვე კომენტარი