„სპეციასთან“ კვარაცხელიამ მაღალი შეფასება მიიღო #1TVSPORT
„სპეციასთან“ კვარაცხელიამ მაღალი შეფასება მიიღო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და მას „სპეციასთან“ კარგი თამაში მაღალი ქულით დაუფასეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი „ნაპოლი“ 21-ე ტურში „სპეციას“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. კვარაცხელიამ 47-ე წუთზე ნეაპოლელები პენალტით დააწინაურა. 73-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ქართველმა ლეგიონერმა ბურთი ვიქტორ ოსიმენს გადააწოდა და დუბლის შესრულებაში დაეხმარა.

ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ვებგვერდმა, whoscored „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს 8,6 ქულა (10-ბალიან სისტემით) დაუწერა. უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ დუბლის ავტორმა ოსიმენმა მიიღო – 9,1 ქულა.

სამაგიეროდ, ქართველს უკეთესი ქულა დაუწერა Sofascore-მა. არანაკლებ ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა პორტალმა ხვიჩას თამაში 8,8 ქულით შეაფასა, ოდნავ ნაკლები კი ოსიმენმა მიიღო – 8,6.

„ნაპოლიმ“ 3:0 მოიგო და 21 ტურის შემდეგ 56 ქულით სერია A-ს ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.