სოზარ სუბარი - ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, ჩემი მინისტრობისას რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მისი სრულად აღჭურვა
სოზარ სუბარი - ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, ჩემი მინისტრობისას რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მისი სრულად აღჭურვა

მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო; დავაზუსტებ, უმძიმესი დანაშაულების გამო და საქართველოს ციხეებში ძალიან ცოტაა ისეთი კრიმინალი და თან რეციდივისტი კრიმინალი, რომელსაც უფრო მძიმე დანაშაული ექნება ჩადენილი, ვიდრე სააკაშვილს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.

„მართლა თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება, იყოს ასეთი პატიმარი. მას გასაჩივრებული აქვს თავისი საქმეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს არ მიუნიჭებია პრიორიტეტები ამ საქმეებისთვის და არ განიხილავს დაჩქარებული წესით. ოდნავ ეჭვიც რომ გასჩენოდათ, რომ ეს განაჩენები არ იყო სამართლიანი ან რაღაც ადამიანის უფლებების დარღვევის თუნდაც მინიმალურ ეჭვს შეიცავდა, ისინი ამ საქმეებს განიხილავდნენ დაჩქარებული წესით. თუმცა თანამდებობაზე ჩადენილი დანაშაულების გარდა, მას ახლა ინკრიმინებული აქვს კიდევ ორი ბრალდება, ეს არის საზღვრის უკანონო კვეთა და თავდასხმა სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებზე, მათ შორის ექიმებზე, ბადრაგის თანამშრომლებზე და ასე შემდეგ, რაც ასევე ძალიან მძიმე დანაშაულია. როგორ დამთავრდება საქმეები, ბუნებრივია, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით. როცა ლაპარაკობს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე, აბსოლუტურად გაუმართლებელია და ამას სტრასბურგის სასამართლოს დამოკიდებულებაც ცხადყოფს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა ციხის საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე.

​მეთვრამეტე დაწესებულება არის მრავალფუნქციური დაწესებულება, კარგად აღჭურვილი. მე როცა ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, მაშინ დავცალეთ სრულიად და რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მისი აღჭურვა სრულად; არის ერთ-ერთი ნორმალური კლინიკა, სადაც ურთულესი ოპერაციების კი ტარდება ხოლმე. გარდა ამისა, იქ მორიგეობს ექიმების ჯგუფი და მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ არის პატიმარი სააკაშვილი, რაც სრულად უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. გაცილებით უკეთ არის უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება, ვიდრე სამოქალაქო კლინიკაში, სადაც არის უამრავი სხვა პაციენტი და სადაც შეიძლება, იმ განცხადებების ფონზე, რასაც ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, გაძნელდეს მისი დაცვა. ამაში ვგულისხმობ იმას, ხაბეიშვილმა რაც თქვა, რომ მთავარია, სააკაშვილი გადავიყვანოთ კლინიკაში და მერე იქიდან გავათავისუფლებთო და რაც თქვა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ გამომიყვანეთ აქედან დროზე და 10 დღეში დავამხობ ხელისუფლებასო. დროზე გამოყვანა ლეგალური გზით ვერაფრით ვერ მოხერხდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.