„სოვსპორტი“ - შესაძლოა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ზაფხულში კვირკველია დაიბრუნოს #1TVSPORT
„სოვსპორტი“ - შესაძლოა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ზაფხულში კვირკველია დაიბრუნოს #1TVSPORT

მოსკოვის „ლოკომოტივს“ ზაფხულში ხორვატი ცენტრალური მცველი ვედრან ჩორლუკა დატოვებს და მის ნაცვლად ევროსარბიელზე, შესაძლოა, გუნდმა საბა კვირკველია დაიბრუნოს, – ამის შესახებ გამოცემა „სოვსპორტი“ წერს. 

გამოცემის მტკიცებით, ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ კლუბიდან მთავარი მწვრთნელი და გუნდის კაპიტანი, ხორვატი ცენტრალური მცველი ვედრან ჩორლუკა წავიდნენ.

„გაზაფხულზე, „ლოკომოტივმა“ ცხრა შეხვედრიდან ცხრავე მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მოსკოვის „სპარტაკს“ გადაასწრო. თუ გუნდი მეორე ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თუმცა, ბოლო დროს „ლოკომოტივიდან“ ცუდი ამბები ისმის – საეჭვოა რამდენიმე მოთამაშე დარჩეს, რომლებთანაც კონტრაქტები მთავრდება. მთავარი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩის სურვილი, კლუბი დატოვოს, ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე, ზოგადად შოკისმომგვრელია. ყველა პროგნოზის მიხედვით, გუნდს ამ ზაფხულს ვედრან ჩორლუკა დატოვებს. კაპიტანს აქვს მაღალი ხელფასი (ამტკიცებენ, რომ ეს დაახლოებით ოთხი მილიონი ევროა) და 35 წლისაა“, – წერს გამოცემა.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, „სოვსპორტმა“ საქართველოს ნაკრების მცველის დაბრუნების შესაძლებლობა ახსენა: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩორლუკას ნაცვლად „ლოკომოტივმა“ ზაფხულში მის ადგილზე შესაფერისი კლასის მოთამაშის დამატება მოახერხოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი ამ ზონაში შესუსტდება. წინ კი ჩემპიონთა ლიგაა და თუ გუნდი არავის იყიდის, ხელმძღვანელობას მოუწევთ საქმე საბა კვერკველიას დაიბრუნოს და ასევე მურილოს დაეყრდნოს – ასევე კვალიფიციური მოთამაშეებს, მაგრამ ჩორლუკას მაინც ვერ შეედრებიან“.