„როტორის“ მთავარი მწვრთნელი - მინდა, საბა კვირკველია გუნდში დარჩეს #1TVSPORT
„როტორის“ მთავარი მწვრთნელი - მინდა, საბა კვირკველია გუნდში დარჩეს #1TVSPORT

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ „იზვესტიასთან“ ილაპარაკა გუნდის მდგომარეობაზე, სადაც 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

„თუ „როტორი“ პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში საგრძნობლად გავძლიერდებით. საამისო ფინანსური გარანტიები თუ არსებობს? საქმე ფულშიც არაა. უბრალოდ, ჩვენ მოთამაშეებიც გვჭირდება და მათი რაოდენობის გაზრდაც. ვინც ახლა ჩვენთანაა, მათთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, „როტორი“ პრემიერლიგაში რომ დარჩეს. ღმერთმა ქნას, რომ ეს გამოგვივიდეს. ჩვენ რეალური გაძლიერება გვჭირდება, რომ უკვე არსებულ შემადგენლობას დავეხმაროთ“, – ამბობს ბატურენკო.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას ტრანსფერი დღემდე მოსკოვის „ლოკომოტივს“ ეკუთვნის, ვოლგოგრადის კლუბში კი იჯარით თამაშობს. ბატურენკოს კითხვა 29 წლის ქართველი მცველის შესახებაც დაუსვეს.

„შევეცდები თუ არა საბა კვირკველიას შენარჩუნებას? შევეცედები. თუმცა ჯერჯერობით არაფერზე გვილაპარაკია. ჩვენ ჯერ პრემიერლიგაში უნდა დავრჩეთ. შემდეგ კი ვიმუშავებთ. ხელმძღვანელობას ძალიან უყვარს ფეხბურთი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი გაიზარდოს“, – აცხადებს ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარი მწვრთნელი.