სოსო ფხაკაძე - ბიზნესომბუდსმენთან პროფესიულ ფორმატში თანამშრომლობას განვაგრძობთ
სოსო ფხაკაძე - ბიზნესომბუდსმენთან პროფესიულ ფორმატში თანამშრომლობას განვაგრძობთ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია ბიზნესომბუდსმენთან თანამშრომლობით კმაყოფილია. ფხაკაძის თქმით, მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ.

სოსო ფხაკაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება უწყების მომავალი ხელმძღვანელი.

„ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუციასთან პირველივე დღეებიდან ძალიან ეფექტურად ვთანამშრომლობდით, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი თანამშრომლობა და ასეც გაგრძელდება. ნებისმიერ ადამიანს, ვინც გახდება ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელი, შევხვდებით და როგორც ვთქვი, გავაგრძელებთ პროფესიულ ფორმატში თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. აქამდე ბატონ ირაკლისთან და მის თანამშრომლებთან გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, ასე იყოს წინამორბედის შემთხვევაშიც და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილე, ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს. ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ლექვინაძე და კალანდაძე. ასევე, ვინ გახდება ახალი ბიზნესომბუდსმენი.