სომხეთში საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა
სომხეთში საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა

სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო. ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ წერილში წერია.

„სამხედრო მდგომარეობის დასრულებამდე ყველა ჩემპიონატის მატჩები, რომელიც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით იმართება, გაურკვეველი ვადით გადატანილია“, – წერია განცხადებაში.

უფრო ადრე, სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია მთიან ყარაბაღში გართულებული სიტუაციის გამო.