სომხეთის მთავრობა გადადგა
სომხეთის მთავრობა გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადადგომის თხოვნით პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს მიმართა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის თხოვნა დააკამაყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, სარგსიანმა მინისტრებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე მუშაობის გაგრძელების უფლება მისცა. საკონსტიტუციო რეფორმის მიხედვით, სომხეთი დღეიდან საპარლამენტო რესპუბლიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერის ხელში გადავიდა. პრეზიდენტის პოსტი კი სიმბოლური იქნება.

უახლოეს დღეებში პარლამენტის ფრაქციებმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წამოაყენონ. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის კანდიდატი უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი იქნება, თუმცა თავად ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.