სოლსკიაერი აგუეროზე - თუ „სიტიში“ თამაშობ, „იუნაიტედში“ არ უნდა გადახვიდე #1TVSPORT
სოლსკიაერი აგუეროზე - თუ „სიტიში“ თამაშობ, „იუნაიტედში“ არ უნდა გადახვიდე #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა სერხიო აგუეროს მის კლუბში ტრანსფერი გამორიცხა. 

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „სიტიდან“ წასვლის შემდეგ, შესაძლოა, აგუერო მეორე მანჩესტერულ კლუბში, „იუნაიტედში“ გადავიდეს.

„ერთგულება ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობაა, – განაცხადა „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა. – ნამდვილად არ ველოდები, რომ ფეხბურთელი, რომელიც ათი წლის განმავლობაში „სიტიში“ თამაშობდა, მეზობელ მეტოქესთან გადავა.

თუ შენ „იუნაიტედში“ თამაშობდი, „სიტის“ რიგებში არ უნდა აღმოჩნდე და პირიქით. ყოფილა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია“, – მიაჩნია ოლე-გუნარ სოლსკიაერს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „სიტი“ ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 17 ქულით უსწრებს.