სოფლის მეურნეობის სამინისტრო - სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც კახეთში შეიძენს 100 ტონაზე მეტ ყურძენს და ერთ კგ-ში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც კახეთში შეიძენს 100 ტონაზე მეტ ყურძენს და ერთ კგ-ში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების მხარდასაჭერად, რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება!

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების ბოლო წლების დინამიკა.

რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებენ სამინისტროში.