სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაის კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაუფინანსებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაის კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაუფინანსებს

სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ ჩართული შპს „ფერეთა ჩაის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო 46 050 ლარიდან 32 235 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.

პროგრამის „ქართული ჩაი“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

პროგრამაში „ქართული ჩაი“ საქართველოს მასშტაბით ჩართულ 32 ბენეფიციარს 40 პროექტი დაუმტკიცდა. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 937 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2 348 614 ლარია, საიდანაც 1 631 945 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება.