სნუპ დოგს ლუკ ვოლტონის ლეიკერსიდან გათავისუფლება სურს (ვიდეო)
სნუპ დოგს ლუკ ვოლტონის ლეიკერსიდან გათავისუფლება სურს (ვიდეო)

მოგეხსენებათ, რომ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 30 მოგებითა და 33 მარცხით მეათზე ადგილზე იმყოფება. მერვე პოზიციაზე მყოფ სან-ანტონიოსგან ლოსანჯელესურ კლუბს 4 მოგება აშორებს.

საყვარელი გუნდის წარუმატებელი თამაშით გაწბილებულ ლეიკერსის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს შორის ცნობილი რეპერი სნუპ დოგიც არის. სნუპმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის აკრიტიკებს ლეიკერსის მთავარ მწრთნელ ლუკ ვოლტონს და გუნდის ხელმძღვანელობას მის გაგდებას ურჩევს.