სლოვაკური გამოცემა - ვაისმა, შესაძლოა, „დუნაისკა სტრედა“ ჩაიბაროს #1TVSPORT
სლოვაკური გამოცემა - ვაისმა, შესაძლოა, „დუნაისკა სტრედა“ ჩაიბაროს #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისი, შესაძლოა, სლოვაკური გუნდის, „დუნაისკა სტრედას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს – ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა sportnet.sme ავრცელებს. 

„ვინ იქნება „დუნაისკა სტრედას“ ახალი მწვრთნელი? გასულ კვირას კლუბმა ურთიერთშეთანხმების შემდეგ გერმანელ მწვრთნელთან, ბერნდ შტორკთან კონტრაქტი შეწყვიტა. Sportnet-ის ცნობით, კანდიდატი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეთაური და 2020 წლის საუკეთესო სლოვაკ მწვრთნელად აღიარებული ვლადიმირ ვაისია. ვაისი 1994 წელს „დუნაისკა სტრედაში“ თამაშობდა. 56 წლის მწვრთნელი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების სათავეში იყო, გასულ კვირას გუნდის ოფისს ესტუმრა. რამდენიმე კვირის წინ, წლის მწვრთნელად დასახელების შემდეგ, ცერემონიაზე ვაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის მწვრთნელად მუშაობა სურს. ამასთან, გულშემატკივრების უმეტესობა ვაისის მომავალს ბრატისლავის „სლოვანში“ ან სლოვაკეთის ნაკრებში ხედავდა“, – წერილს სლოვაკური გამოცემა.

sportnet.sme ასევე ამტკიცებს, რომ ვაისი „დუნაისკა სტრედას“ ახალი მწვრთნელობის ერთდაერთი კანდიდატი არ არის – გუნდთან დაკავშირებით ასევე ახსენეს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი პაველ ხაპალი, აგრეთვე „რუჟომბეროკის“ ყოფილი მწვრთნელი დევიდ ჰოლუბეკი. ორივე მათგანს აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება, რაც „დუნაისკა სტრედას“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გუნდმა 2018/19 წლების სეზონში სლოვაკეთის ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო. ბერნდ შტორკის ბედი გაზაფხულზე უმნიშვნელო გამოსვლებმა გადაწყვიტა, ასევე სლოვენიის თასის მეოთხედფინალში, სადაც გუნდი მეორე ლიგის ლიდერთან, „ბანსკა ბისტრიკასთან“ დამარცხდა.