Sky Sports-მა პრემიერლიგის სეზონი შეაჯამა [ვიდეო] #1TVSPORT
Sky Sports-მა პრემიერლიგის სეზონი შეაჯამა [ვიდეო] #1TVSPORT

ბრიტანულმა ტელეკომპანია Sky Sports-მა საუკეთესოები გამოავლინა პრემიერლიგის 2024-25 წლების სეზონში.

საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა „წითლების“ დამრიგებელი არნე სლოტი.

„ფიორენტინადან“ „ნოტინგემში“ ნიკოლა მილენკოვიჩის გადასვლა წლის საუკეთესო ტრანსფერად გამოცხადდა. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა მაილზ ლუის-სკელი „არსენალიდან“.

საუკეთესო მატჩი ჩაატარეს „ნიუკასლმა“ და „ლივერპულმა“ (3:3), ხოლო საუკეთესო გოლი გაიტანა კაორი მიტომამ „ბრაიტონისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში. სეზონის მოგერიება ეკუთვნის დავიდ რაიას („არსენალი“) „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ.