სირიის მთავრობა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული ძალები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სირიის მთავრობა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული ძალები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ამ დროისთვის რეკომენდაციას ვუწევ ცეცხლის სრულ შეწყვეტას. ასევე მოვუწოდებ ჩვენს არაბულ ტომებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და უზრუნველყონ შეთანხმების დებულებების თანდათანობითი განხორციელება სირიაში სრული მშვიდობის მიღწევამდე. სირიის ინსტიტუციები სირიის მთელ ტერიტორიაზე შევლენ. ნებისმიერი სახის საბრძოლო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების პერსონალი ამ ტერიტორიებიდან გამოყვანილი იქნება“, – აცხადებს სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა.