„სიონმა“ ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
„სიონმა“ ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT

კასპის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგა2-ის მეოთხე ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს გათმაშების ფავორიტები დაუპირისპირდნენ – „ვიტ ჯორჯიამ“ ლიდერს, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა. 

დაძაბული და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა – 52-ე წუთზე ბოლნისელები გურამ ადამაძემ დააწინაურა, 72-ე წუთზე ნიკა ხორხელმა „სიონის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 82-ე წუთზე დათა სიჭინავამ „ვიტ ჯორჯიას“ კარი კიდევ ერთხელ აიღო.

საბოლოოდ, „სიონმა“ გასვლაზე უხერხულ მეტოქესთან შეხვედრა 3:0 მოიგო, ისევ 100-პროცენტიანი შედეგი აქვს (12 ქულა) და ეროვნულ ლიგა2-ში ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.