„გაგრამ“ მოიგო და ლიდერს დაეწია - სეზონში პირველი ჰეთ-თრიქი მაქაცარიამ შეასრულა #1TVSPORT
„გაგრამ“ მოიგო და ლიდერს დაეწია - სეზონში პირველი ჰეთ-თრიქი მაქაცარიამ შეასრულა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეოთხე ტურის თამაშები დაიწყო. ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ „გაგრამ“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. 

ანგარიში მე-3 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გახსნა. 25-ე წუთზე „მერანს“ ანაგრიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ გოგი ფიფიამ პენალტი ვერ გამოიყენა. „გაგრამ“ კი უპირატესობა გაზარდა – მაქაცარიამ 37-ე და 57-ე წუთებზე თბილისელთა კარი კიდევ ორჯერ აიღო და მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა.

საბოლოოდ, „გაგრამ“ 3:0 მოიგო, ოთხი ტურის შემდეგ ცხრა ქულა დააგროვა და ბოლნისის „სიონს“ დაეწია, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს. თამაზ მაქაცარია ოთხ ტურში შვიდი გოლის ავტორი გახდა და ლიგა2-ის გათამაშების ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

25 წლის თავდამსხმელი წელს მშვენიერ ფორმაშია – ჰეთ-თრიქამდე, მან პირველ ორ შეხვედრაში დუბლი ორჯერ შეასრულა, პლუს ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.