სიმსივნის იმუნოთერაპიის ახალი მეთოდის ავტორებს ნობელის პრემია მიანიჭეს
სიმსივნის იმუნოთერაპიის ახალი მეთოდის ავტორებს ნობელის პრემია მიანიჭეს

მედიცინის დარგში ნობელის პრემია წელს ჯეიმს ელისონსა და ტასუკო ჰონჯოს, სიმსივნის იმუნოთერაპიის ახალი მეთოდის შემუშავებისთვის მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნობელის კომიტეტი ავრცელებს.

მეცნიერებმა სიმსივნის თერაპიაში განსხვავებული მიდგომა წარმოადგინეს.

ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ დარგში გამოვლენილ მეცნიერებს, 9 მილიონი შვედური კრონის ( 940 ათასი აშშ დოლარის) ოდენობით ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.