სიმონა ბაილზი წლის სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
სიმონა ბაილზი წლის სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა ჟურნალ Sports Illustrated-ის ვერსიით.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბაილზმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

11 ოლიმპიური მედლითა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული 30 მედლით 27 წლის ბაილზი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია ტანვარჯიშის ისტორიაში. ის პირველად გახდა წლის სპორტსმენი პოპულარული ჟურნალის ვერსიით.

„ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშე – და ეს არა მხოლოდ მისი მედლების რაოდენობის გამო. მან შეცვალა ტანვარჯიშის სახე, გამოიწვია რადიკალური ცვლილებები სპორტის ამ სახეობაში და 2024 წელი დაასრულა ბრწყინვალე პირადი დაბრუნებით“, – დაწერა Sports Illustrated-მა.