სიმეონეს შემდეგ, „ნაპოლიმ“ იჯარით ტანგი ნდომბელე აიყვანა #1TVSPORT
სიმეონეს შემდეგ, „ნაპოლიმ“ იჯარით ტანგი ნდომბელე აიყვანა #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ნეაპოლურმა კლუბმა 25 წლის ფრანგი ნახევარმცველის ტანგი ნდომბელეს იჯარის შესახებ გამოაცხადა. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობას.

ნდომბელეზე უფლებებს „ტოტენჰემი“ ფლობს, რომელიც ამ გარიგების სანაცვლოდ ერთ მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შეიძლება 30 მილიონი ევრო დაემატოს, თუ ფრანგი „ნაპოლის“ სრულფასოვანი წევრი გახდება.

„ტოტენჰემმა“ ნდომბელე 2019 წელს „ლიონიდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა. გასული სეზონის მეორე ნაწილი ფრანგმა იჯარით „ლიონში“ გაატარა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაპოლიმ“ ასევე იჯარით „ვერონადან“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე გადაიბირა.