„სიბიეს ნიუსი“ – ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ
ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში შემოღებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბანკებს საშუალებას აძლევდა, განეხორციელებინათ კონკრეტული ტრანზაქციები. ამ გამონაკლისის გაუქმებით, ბანკებს აღარ აქვთ უფლება, ისარგებლონ აშშ-ის საგადახდო სისტემებით მსხვილი ენერგეტიკული ტრანზაქციების განსახორციელებლად.
ბანკები, რომლებიც თავისუფლდებოდნენ სანქციებისგან, იყო Vnesheconombank-ი, Financial Corporation Otkritie, Sovcombank-ი, Sberbank-ი, VTB Bank-ი, Alfa-Bank-ი, Rosbank-ი, Bank Zenit-ი, Bank Saint-Petersburg-ი და რუსეთის ცენტრალური ბანკი.
როგორც „სიბიეს ნიუსი“ წერს, ამერიკულ საბანკო სისტემებზე წვდომის შეზღუდვა სხვა ქვეყნებს გაურთულებს რუსული ნავთობის შეძენას.