სი ძინპინი აცხადებს, რომ მზად არის, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაციები და მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩრდილოეთ კორეასთან
სი ძინპინი აცხადებს, რომ მზად არის, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაციები და მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩრდილოეთ კორეასთან

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ მზად არის, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაციები და მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩრდილოეთ კორეასთან. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, სი ძინპინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მილოცვა გაუგზავნა ჩრდილოეთ კორეის დაარსების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით.

„ჩინეთი მზადაა, ინტენსიური სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჩრდილოეთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ლიდერები გასულ კვირას პეკინში შეხვდნენ, სადაც კიმ ჩენ ინი სამხედრო აღლუმს დაესწრო.