შვეიცარიის პრეზიდენტი - მხოლოდ საქართველო-რუსეთს შორის მედიაცია და დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეთ მდგომარეობიდან
შვეიცარიის პრეზიდენტი - მხოლოდ საქართველო-რუსეთს შორის მედიაცია და დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეთ მდგომარეობიდან

მხოლოდ საქართველო-რუსეთს შორის მედიაცია და დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა, გი პარმელენმა, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

შვეიცარიის პრეზიდენტმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის უფრო და უფრო გამწვავების პირობებში, როგორ ხედავს საფრთხეების შემცირებისა და განეიტრალების გზას.

„შვეიცარიას აქვს მანდატი და მედიატორის როლი საქართველოსა და რუსეთს შორის. მხოლოდ მედიაცია და დისკუსია მხარეებს შორის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ხელს ვუწყობთ დიალოგს უმაღლეს დონეზე, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ორივე მხარე იყოს თანახმა.

ორივე ქვეყნის ნების შემთხვევაში, შვეიცარია მზად არის, რომ მისი გამოცდილება გამოიყენოს. ჩვენ უმაღლეს დონეზე სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიალოგისა და კონტაქტების დამყარების დიდი გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.