„შუქურას“ მთავარი მწვრთნელი გადადგა
„შუქურას“ მთავარი მწვრთნელი გადადგა

თენგიზ კობიაშვილმა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის გუნდის, ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ინფორმაციას ქობულეთელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ქობულეთის „შუქურა“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – თენგიზ კობიაშვილმა დატოვა, თუმცა ის კვლავ აგრძელებს კლუბში მუშაობას მაგრამ სხვა პოზიციაზე. თითოეული თანამშრომელი დიდ მადლობას ვუხდით კობის გუნდში გაწეული შრომისთვის. შეგახსენებთ, რომ ის შუქურას სათავეში 2018 წლის მაისიდან თვიდან ჩაუდგა და ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო – გაგდების პირას მყოფი გუნდი პლეი აუტსაც კი გადაარჩინა. თუ ვინ დაიკავებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, – წერია „შუქურას“ ოფიციალურ განცხადებაში.

კობიაშვილმა ეს გადაწყვეტილება 24 სექტემბერს, ლანჩხუთში, „კრისტალბეტ ეროვნული ლიგა 2“-ის 27-ე ტურის შეხვედრის შემდეგ მიიღო, სადაც ქობულეთის „შუქურა“ ერთ-ერთ ლიდერ „სამტრედიასთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა. „შუქურა“ 35 ქულით მეხუთე ადგილზეა და რეალურად ეროვნულ ლიგაში დაბრუნების დაკარგა.

მორიგი, 28-ე ტურის შეხვედრას „შუქურა“ კვლავ ლანჩხუთში – ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართავს – 1-ელ ოქტომბერს გუნდი ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდება.