შოთა მახარაძე მოლდოვის „პეტროკუბის“ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
შოთა მახარაძე მოლდოვის „პეტროკუბის“ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

შოთა მახარაძე ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული მოლდოვური კლუბის, „პეტროკუბის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ინფორმაციას Moldfootball.com-ი ავრცელებს.

„ცნობილი გახდა, რომ ქართველმა სპეციალისტმა, შოთა მახარაძემ ტირასპოლის „შერიფი“ დატოვა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. 45 წლის მწვრთნელი „შერიფის“ სარეზერვო გუნდს ავარჯიშებდა, ასევე დიდი ხნის განმავლობაში „შერიფის“ აკადემიას ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც იანვარში თანამდებობაზე ანდრეი რადიოლამ შეცვალა.

ასევე აღვნიშნავთ, რომ 2023 წელს მახარაძე მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით, „შერიფი 2“-მა არაერთხელ ითამაშა უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე“, – წერს გამოცემა.

Moldfootball.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „პეტროკუბის“ პრესსამსახურმაც დაადასტურა:

„შოთა მახარაძემ „პეტროკუბის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუმინელი ანდრეი პრეპელიტა შეცვალა. გუნდმა სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. 2024 წელს „პეტროკუბი“ მოლდოვის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. იმავე წელს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და მეორე მოლდოვური კლუბი გახდა, რომელმაც უეფა-ს საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

შოთა მახარაძე 1980 წლის 22 მარტს თბილისში დაიბადა. ის ცნობილი მწვრთნელის, თემურ მახარაძის შვილია. ფეხბურთელობისას თბილისის „ლოკომოტივსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერა კი 2008 წელს „ნორჩ დინამოში“ დაიწყო. 2013 წელს „შერიფში“ გადასვლამდე ჯერ „დაუგავა 2“-ში საქმიანობდა, ხოლო შემდეგ გორის „დილაში““, – წერს მოლდოვური კლუბის პრესსამსახური.