შოთა მახარაძე მოლდოვის ნაკრებში იმუშავებს #1TVSPORT
შოთა მახარაძე მოლდოვის ნაკრებში იმუშავებს #1TVSPORT

შოთა მახარაძე მოლდოვის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს, – ინფორმაცია ტელეკომპანია „მოლდოვა 1“-ის ეთერში გავრცელდა.

„გადაცემა Arena Sportivă-ში ფეხბურთის ფედერაციის ეროვნული ნაკრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დრაგოშ ჰინცუმ განაცხადა, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლილიან პოპესკუმ თავისი სამწვრთნელო შტაბი დაასახელა. მისი ასისტენტი „პეტროკუბის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი შოთა მახარაძე იქნება, რომელთანაც პოპესკუ ამჟამად ჰინჩესტის კლუბში მენეჯერად მუშაობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.

შოთა მახარაძე „პეტროკუბის“ მთავარ მწვრთნელად ზაფხულში დაინიშნა. მანამდე ის მრავალი წლის განმავლობაში ტირასპოლის „შერიფის“ საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა – თავდაპირველად მწვრთნელად, შემდეგ კი აკადემიის დირექტორად. 2017 წლიდან მახარაძე კლუბის მეორე გუნდს, „შერიფ-2“-ს ხელმძღვანელობდა.

„მიხარია, რომ ლილიან პოპესკუმ ასეთი ნდობა გამომიცხადა. ფეხბურთის ფედერაციამ მომცა უფლება, რომ ნაკრების პარალელურად ნოემბრის ბოლომდე კლუბშიც ვიმუშაო. პირველი ამხანაგური შეხვედრა რუმინეთში გვაქვს. შემდეგ ესტონეთთან ოფიციალური მატჩი გვექნება“, – განაცხადა შოთა მახარაძემ საქართველოს პირველ არხთან.