შოთა არველაძის მორიგი მასტერკლასი - 35-ე სკოლა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია #1TVSPORT
შოთა არველაძის მორიგი მასტერკლასი - 35-ე სკოლა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ შემდეგ, შოთა არველაძემ, დამწყები ფეხბურთელებისთვის მორიგი მასტერკლასი ჩაატარა – საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამჯერად მშობლიურ 35-ე სკოლას ესტუმრა.

ამის შესახებ ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, ხოლო ვიდეო პოპულარულმა გვერდმა Geo Team-მა გაავრცელა.

„კიდევ ერთი მასტერკლასი მოზარდებისთვის და კიდევ ერთი სასიამოვნო დღე ჩემთვის. ამჯერად, ვარჯიში 35-ე საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელებისთვის ჩავატარე და პროცესმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა“, – წერს შოთა არველაძე.

ქართველი ვეტერანი ამჟამად უგუნდოდაა და სანამ ახალ კლუბს ჩაიბარებს, თავისუფალი დრო აქვს. მისი თქმით, 35-ე სკოლა მისთვის გამორჩეული საფეხბურთო სკოლაა.

„ეს სკოლა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია, ჩვენი ბავშვობის ემოციებს და მოგონებებს აერთიანებს და აქ, ამ ადგილზე, არაერთი დიდი ფეხბურთელი გაიზარდა. მადლობა მინდა ვუთხრა სკოლის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს, გოჩა ავსაჯანიშვილს, თემურ და ნიკა ფოცხვერიებს ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ აინტერესებთ და ცდილობენ მოზარდების ყოველდღიურობა უფრო საინტერესო გახადონ“, – ვკითხულობთ არველაძის პოსტში.